"საქმის კურსში ჩავაყენეთ, თუ როგორ მიდის 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით მუშაობა", - ამის შესახებ დიპლომატებთან შეხვედრის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საუბრობს.
ამბობს, რომ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად, საპარლამენტო სამუშაოები მნიშვნელოვანია.
რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარესთან ერთად და საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან ერთად შევხვდით ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლებს. და ევროკავშირის საელჩოს წარმომადგენლებს და საქმის კურსში ჩავაყენეთ, თუ როგორ მიდის 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით მუშაობა.
გავაცანით ის დროის გრაფიკი, რაც ვფიქრობ, საკმაოდ მკაფიო, მკაცრი არის, როდის უნდა მოხდეს შესაბამისი ინიციატივების შემოტანა პარლამენტში, როდის მოხდება მათი მიღება მესამე მოსმენით, ასევე გავაცანით იმ შეხვედრების გრაფიკი, რომელიც აქამდე გაიმართა კომიტეტის თუ სამუშაო ჯგუფის ფორმატებში, თუ სხვა თავისუფალ ფორმატებში, და ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა არის დაგეგმილი.
ვთანხმდებით ერთ რამეზე, რომ მნიშვნელოვანი არის, რომ პარლამენტი და საპარლამენტო ფორმატები არის, რა თქმა უნდა, აქ წამყვანი, კომიტეტის სამუშაო ჯგუფები, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ფორმატები არის რომელიც უზრუნველყოფს ჩართულობას ამ პროცესში რომ იყოს პროცესი თავად ინკლუზიური და ამიტომ მნიშვნელოვანი არის რომ ყველას ვისაც აინტერესებს საქართველოს ევროპული მომავალი, აინტერესებს იყოს ნაწილი 12 რეკომენდაციის შესრულებისა და აინტერესებს რომ იყოს მათ შორის დეპოლარიზაციის ნაწილიც, ყველა უნდა იყოს ამ სამუშაო ჯგუფებში და კომიტეტის სხდომებზე, რათა შემუშავდეს და შემდეგ განხილულ იყოს. ამაზე არის მხოლოდ თანხმობა და ერთსულოვნება ამასთან დაკავშირებით, რომ რა თქმა უნდა დემოკრატია სწორედ ამას გულისხმობს, - ამბობს პაპუაშვილი.