ამერიკის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ ტაივანი დატოვა. მანამდე ის პრეზიდენტს ცაი ინ-ვენს შეხვდა.

პელოსის ვიზიტმა ჩინეთში აღშფოთება გამოიწვია, როდგან ტაივანს სეპარატისტულ პროვინციად განიხილავს. ჩინეთმა თქვა, რომ ხუთშაბათიდან სამხედრო წვრთნებს იწყებს, როგორც საჰაერო, ისე საზღვაო ძალების მონაწილეობით. წვრთნები მოიცავს შორ დისტანციაზე მოქმედი საბრძოლო მასალის გამოყენებასაც.

ტაივანი წვრთნებს გარეოს კონვენციის დარღვევად აფასებს და ამბობს, რომ ის კუნძულის საჰაერო და საზღვაო ბლოკადას წარმოადგენს.

ტაივანის პრეზიდენტმა Twitter-ზე დაწერა, რომ პელოსის ვიზიტი მსოფლიოს უგზავნის სიგნალს, რომ "დემოკრატები ერთად დგანან" საერთო გამოწვევების წინაშე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი