სავიზო რეჟიმის შემოღების მოთხოვნის უკან საქართველოს ომში ჩართვის მიზანი დგას - კობახიძე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღების მოთხოვნის უკან ქვეყნის ომში ჩართვის მიზანი დგას. მისი აზრით, რუსების წინააღმდეგ ქსენოფობიური კამპანია მიმდინარეობს, რომლის მიზანიც, ასევე ომში ჩართვაა.

"ვიზების შემოღების მოთხოვნის უკან დგას ერთადერთი მიზანი, ეს მიზანი არის რამენაირად ჩართონ საქართველო სამხედრო კონფლიქტში, ქსენოფობიური კამპანია მთლიანად ამ მიზანს ემსახურება, პირდაპირ გზით მათ ვერ მოახერხეს ამის უზრუნველყოფა, ახლა ცდილობენ ირიბი გზით გააღვივონ აგრესია საზოგადოებაში და საბოლოო ჯამში ამით მიიყვანონ ქვეყანა ომამდე, რასაც ჩვენ ბუნებრივია არ დავუშვებთ", - ამბობს კობახიძე. 

ცნობისთვის, პარტია "ლელო" რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას ითხოვს. რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვარზე ვიზის მოთხოვნასთან დაკავშირებით მოქალაქეებმა პეტიციაც შექმნეს, რომელსაც ერთ დღეში 15 000-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი