"თქვენ ხართ ოლიგარქების მსახურები" | მოსამართლისადმი მიმართვის შემდეგ, ხაბეიშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევეს

გამოქვეყნდა:

"თქვენ ხართ ოლიგარქების მსახურები" - ასე მიმართა ანტიკორუფციული მოძრაობის დამფუძნებელმა ლევან ხაბეიშვილმა მოსამართლე გოჩა დიდავას, რომელიც ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში, ანტიკორუფციული მოძრაობის წინააღმდეგ უჩა მამაცაშვილის სარჩელზე გადაწყვეტილებას აცხადებს. რეპლიკის შემდეგ ხაბეიშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევეს.

თქვენ გგონიათ რომ ამ ოლიგარქებისგან თავისუფალ გადაწყვეტილებას გამოიტანთ? და ამ ბიჭებს ასამართლებთ იმიტომ რომ... [მოსამართლე: ხელს რატომ მიშლით?] ხელს გიშლით? რაღაცის თქმა მინდა, თუ არ შეიძლება, მითხარით. [მოსამართლე: არ შეიძლება] თქვენ ხართ ოლიგარქების მსახურები, ეს არ არის სასამართლო. ეს არის ოლიგარქების, აი ამ ადამიანების ოფისი" - თქვა ხაბეიშვილმა რის შემდეგაც ის სასამართლო დარბაზიდან გააძევეს.

ცნობისთვის, უჩა მამაცაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებს სასამართლოში მას შემდეგ უჩივლა, რაც ის ე.წ ქოლცენტრების თაღლითური სქემის 4 მთავარ მფარველს შორის დასახელდა. ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით 150 000 ლარს ითხოვდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი