პელოსის ტაივანში ვიზიტის საპასუხოდ, ჩინეთი, აშშ-თან სამხედრო დიალოგსა და კლიმატის შესახებ მოლაპარაკებებს აჩერებს

გამოქვეყნდა:

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის საპასუხოდ, ჩინეთი აშშ-თან თანამშრომლობას მაღალი დონის სამხედრო დიალოგსა და კლიმატის შესახებ მოლაპარაკებებს აჩერებს.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ის ასევე აჩერებს თანამშრომლობას ვაშინგტონთან ტრანსსასაზღვრო დანაშაულისა და ნარკოტიკებით ვაჭრობის პრევენციისა და მიგრანტების 
რეპატრიაციის საკითხებში.

გარდ ამისა, ჩინეთმა გააუქმა დაგეგმილი ორმხრივი შეხვედრა საზღვაო სამხედრო უსაფრთხოების მექანიზმის შესახებ და დაუწესებს სანქციებს პელოსს და მის ოჯახის წევრებს.

დღესვე, შეერთებული შტატების წარმომადგენლობითი პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის გამო შექმნილი დაძაბულობის ფონზე, ჩინეთის ელჩი აშშ-ში თეთრ სახლში დაიბარეს. 

ცნობისთვის, ჩინეთის მუქარის მიუხედავად, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი და კონგრესმენები ტაივანში 2 აგვისტოს ჩავიდნენ. ეს იყო პირველი შემთხვევა ბოლო 25 წლის განმავლობაში, როდესაც ასეთი მაღალი რანგის ამერიკელი პოლიტიკოსი კუნძულოვან სახელმწიფოს ესტუმრა.

ნენსი პელოსი ტაივანის პრეზიდენტს შეხვდა და განაცხადა, რომ აშშ ტაივანს არ მიატოვებდა. ტაივანის პრეზიდენტმა კი მას აშშ-ის მხარდაჭერის გამო მადლიერების გამოსახატად ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სამოქალაქო ჯილდო გადასცა.

ნენსი პელოსიმ ტაივანი 3 აგვისტოს დატოვა. ტაივანის პრეზიდენტმა Twitter-ზე დაწერა, რომ პელოსის ვიზიტი მსოფლიოს უგზავნის სიგნალს, რომ "დემოკრატები ერთად დგანან" საერთო გამოწვევების წინაშე.

ცნობისთვის, ტაივანს პეკინი თავის სუვერენულ ტერიტორიად მიიჩნევს, რის გამოც სი ძინპინის მთავრობამ ვაშინგტონი ორჯერ გააფრთხილა, რომ პელოსის იქ ვიზიტს მძიმე შედეგები მოჰყვებოდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი