
"ქართული ოცნების" გადაწყვეტილებით, ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად შექმნილი სამუშაო ჯგუფების შეხვედრებს ორზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია ვერ დაესწრება.
რატომ დააწესა მმართველმა პარტიამ მესამე სექტორზე ლიმიტი უცნობია. არასამთავრობო ორგანიზაციებში კი ამბობენ, რომ ხელისუფლება პროცესის იმიტაციას ქმნის და რელურად არაფრის შეცვლას არ გეგმავს.
"ჩვენ, საია და სოციალური სამართლიანობის ცენტრი წარმოდგენილი ვართ წევრის სახით სამუშაო ჯგუფში, რომელიც მართლმსაჯულების საკითხებზე პრობლემების იდენტიფიცირებას შეეხება. ამ სამუშაო ჯგუფში, ჩვენ გუშინაც ვამბობდით და დრესაც იგივეს დავადასტურებ, რომ სრულად ინკლუზიური ეს პროცესი არ არის ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ წევრების ოდენობა აქ არის შეზღუდული. მართალია პარლამენტი საუბრობს იმაზე, რომ შემდგომ იქნება შესაძლებელი, რომ სხვებმაც პოზიცია დააფიქსირონ, თუმცა ეს პოზიციის დაფიქსირება არ იქნება შესაძლებელი ყველა შეხვედრაზე" - ამბობს საიას თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი.