"ოცნების" თავდასხმა ომბუდსმენზე | რისთვის სჭირდება ოლიგარქის გუნდს ნინო ლომჯარიას დისკრედიტაციის კამპანია

გამოქვეყნდა:

დაპირიპირების ახალი ეტაპი "ქართულ ოცნებასა" და ომბუდსმენს შორის. ოლიგარქიული რეჟიმი სახელისუფლებო გავლენებისგან თავისუფალ ერთადერთ ინსტიტუტს და მის ხელმძღვანელს ისევ უტევს.  

ნინო ლომჯარიას წინააღმდეგ კამპანია კობახიძე-მდინარაძის დუეტმა ჩაიბარა, რომლებიც სახალხო დამცველს ქვეყნის გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებენ. თავისი პრინციპული პოზიციის გათვალისწინებით ლომჯარია უკვე დიდი ხანია ხელისუფლებისთვის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად იქცა. 

როგორც ჩანს, ახლა მმართველი გუნდი ნიადაგს ამზადებს იმისათვის, რომ უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ ლომჯარიას შემცვლელად ოლიგაქრიული რეჟიმის მორჩილი და მისი ინტერესების გამტარებელი პირი დაინიშნოს, თუმცა ამისათვის "ქართულ ოცნებას" პარტიის ხმები არ ყოფნის.

იხილეთ ასევე:

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი