"რუსეთი მრისხანე იმიჯის შექმნას ცდილობს... ისინი ამას შიშის გამო ამბობენ"| კინზინგერი მედვედევის პოსტზე

გამოქვეყნდა:

"როდესაც რუსები ასეთ განცხადებას აკეთებენ, ისინი ამას შიშის გამო ამბობენ", - ასე ეხმაურება, კონგრესმენი ადამნ კინზინგერი, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის პოსტს, რომელიც წერდა, რომ რუსეთი ისევ გახდება ერთიანი, როგორც 1000 წლის წინ. 

კინზინგერი "ამერიკის ხმასთან" საუბრობს და ამბობს, რომ რუსეთი სგავსი ტიპის განცხადებებით, მხოლოდ მრისხანე იმიჯის შექმნას ცდილობს და ამისთვის ქართველებმა რუსეთს ძლიერი პასუხი უნდა გასცენ. 

"ვფიქრობ, რომ ქართველებს არ უნდა ეშინოდეთ [ასეთი განცხადებების], მაგრამ ქართველები უნდა იყვნენ მიზანმიმართულებიც. მათ უნდა გადაწყვიტონ, რომ უარი თქვან ყოფილ საბჭოთა კავშირზე, უარი თქვან რუსეთზე, უარი თქვან ასეთ განცხადებებზე, რომელიც ცდილობს რომ დეჰუმანიაზაცია მოახდინოს და ქართველებს ეროვნული იდენტობა წაართვას...მიზეზი, რატომაც ვამბობ, რომ ახლა თქვენ არ უნდა გეშინოდეთ ზედმეტად ისაა, რომ უკრაინაში რუსეთმა აჩვენა, რომ ე.წ. ქაღალდის ვეფხვიაეს არ ნიშნავს, რომ საქართველოსთვის საფრთხე არ არსებობს, საფრთხე ნამდვილადაა, მაგრამ ქართველებმა რუსეთს ძლიერი პასუხი უნდა გასცენ და თქვან: ჩვენ განსაზვრული გვაქვს, რომ საკუთარი თავის პატრონები ვიყოთ. ჩვენ შეგვიძლია, რომ კარგი ურთიერთობა გვქონდეს მეზობელთან, მაგრამ მოწოდებული ვართ, რომ დამოუკიდებლები და სუვერენულები ვიყოთ. როდესაც რუსები ასეთ განცხადებას აკეთებენ, ისინი ამას შიშის გამო ამბობენ" - ამბობს ადამ კინზინგერი.

ცნობისთვის, მედვედევი წერდა, რომ საქართველო რუსეთთან შეერთებამდე საერთოდ არ არსებობდა. პოსტი ამ დროისთვის უკვე წაშლილია, მედვედევის თანაშემწე კი ამტკიცებს, რომ ის მედვედევს არ დაუწერია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი