
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ვლადიმერ პუტინი ბუნებრივი აირის საფასურის ნაწილობრივ რუბლებში გადახდაზე შეთანხდნენ, - შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია ავრცელებს.
შეხვედრა 4 საათის განმავლობაში გრძელდებოდა.
რუსეთის ვიცეპრემიერის, ალექსანდრე ნოვაკის თქმით, თურქეთი ყოველწლიურად რუსეთისგან 26 მლრდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს ყიდულობს, მათი გადაწყვეტილებით კი, თურქეთი გაზის საფასურის ნაწილს რუბლებში გადაიხდის.
გარდა ამისა, შეხვედრაზე ერდოღანმა და პუტინმა ხაზი გაუსვეს სტამბოლის შეთანხმების სრული შესრულების, მათ შორის რუსეთის მარცვლეულისა და სასუქის წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის უწყვეტი ექსპორტის მნიშვნელობას. მხარეეები ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობის გაფართოებაზე შეთანხმდნენ.
გარდა ამისა, შეხვედრაზე საუბარი იყო „აკუიუს“ ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაზე, რომლის პროექტის დაწყების ვადად 2023 წელი განიხილეს.
შეგხსენებთ, რომ თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტიების შეხვედრა სოჭში გაიმართა.
იხილეთ ასევე:
სოჭში პუტინი და ერდოღანი ერთმანეთს შეხვდნენ