ოცნების განცხადებები აღიქმება გადაწყვეტილებად, ზიანი მიაყენონ საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მოპოვების შესაძლებლობას - ევროპარლამენტარები

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტის წევრები, ანდრიუს კუბილიუსი და რასა იუკნევიჩიენე "ქართულ ოცნებას" ანტიდასვლური განცხადებების გამო აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ მმართველი გუნდის მხრიდან ასეთი რიტორიკა ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესისთვის ზიანის მიყენებას ისახავს მიზნად. ამასთან დაკავშირებით საუბარია განცადებაში, რომელიც კუბილიუსმა და იუკნევიჩიენემ აგვისტოს ომიდან 14 წლისთავთან დაკავშირებით გაავრცელეს.

"ჩვენ შეშფოთებით ვადევნებთ თვალს საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლებისა და ქართული ოცნების ლიდერების ქმედებებსა და განცხადებებს, რომლებიც აღიქმება გაცნობიერებულ გადაწყვეტილებად, ზიანი მიაყენოს საქართველოს შესაძლებლობას, მოიპოვოს კანდიდატის სტატუსი უახლოეს მომავალში.

ერთადერთი გზა, საქართველომ თავი დაიცვას კრემლის ახალი ჰიბრიდული და სხვა ტიპის თავდასხმებისგან, არის შეასრულოს ევროსაბჭოსა და ევროკომისიის მიერ გაცემული 12 პირობა უახლოეს მომავალში, დაწყებული დეპოლარიზაციით და დამთავრებული დეოლიგარქიცაზიით.

ოლიგარქიის გავლენა ახალგაზრდა დემოკრატიაზე კარგად ცნობილი მოვლენაა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. როცა საქართველოს ხელისუფლება თავის სხვადასხვა განცხადებებში ამტკიცებს, რომ ბიძინა ივანიშვილი არ არის ოლიგარქი, მხოლოდ დამატებით მტკიცებულებას იძლევა, რომ ბიძინა ივანიშვილი არის განსაკუთრებული გავლენის მქონე ოლიგარქი, რადგან საქართველოს პრემიერმინისტრი, ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსნები და ქართული ოცნების ლიდერები მის დასაცავად გამოდიან.

ევროპარლამენტი ელის მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" ლიდერებისგან ევროკავშირის საბჭოს მიერ დამტკიცებული პირობების შესასრულებლად კონკრეტულ ნაბიჯებს, ქმედებებს და არა მხოლოდ ბავშვურ განცხადებებს, რომლითაც ყველაფერში აშშ-ის ამჟამინდელ ელჩს ან ევროკავშირის ყოფილ წარმომადგენელს ადანაშაულებენ.

მოვუწოდებთ საქართველს ყველა პოლიტიკურ ძალას და სამოქალაქო საზოგადოებას, გააერთიანონ ძალისხმევა 12 პირობის სწრაფად შესასრულებლად. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ საქართველოს კვლავ შეუძლია გახდეს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის წინამორბედი, თუ ამ მიზნისთვის გაერთიანდებიან.

ჩვენ გვჯერა საქართველოსი და ქართველი ხალხის", - ვკითხულობთ განცხადებაში.

სრული განცხადება

ასევე იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი