თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კრემლის ხელმძღვანელს, ვლადიმირ პუტინს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა შესთავაზა - ამის შესახებ Hurriyet იტყობინება.
ერდოღანის თქმით, ახლა მნიშვნელოვანია გეგმის ეფექტურად განხორციელება და პოზიტიური ატმოსფეროს კონკრეტულ ნაბიჯებად გადაქცევა სტამბოლში მოლაპარაკებების მაგიდასთან დასაბრუნებლად.
„ხაზს ვუსვამ, რომ ომში გამარჯვებული არ იქნება. ადგილზე არსებული სირთულეების მიუხედავად, მე ასევე მტკიცედ მჯერა, რომ კრიზისი მოლაპარაკებების მაგიდასთან მოგვარდება. კიდევ ერთხელ შევახსენე პუტინს, რომ შეგვიძლია უზრუნველვყოთ მისი შეხვედრა ბატონ ზელენსკისთან. ჩვენ გავაგრძელებთ დიალოგს რუსეთთან, ყველა სფეროში, რათა ხელი შევუწყოთ რეგიონულ და გლობალურ მშვიდობას“, - განაცხადა მან.
ცნობისთვის, როგორც UNIAN იტყობინება, კრემლი უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების შუამავლად თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს განიხილავს. თუმცა მოსკოვი არ გეგმავს კიევთან ზავის პირობების შერბილებას.