
დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში რუსეთ-საქართველოს ომიდან 14 წლისთავს ეხმაურება და წერს, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას გამოხატავს.
"დღეს, 14 წლის თავზე, მწუხარებით ვიგონებთ 2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულებს. გაერთიანებული სამეფო განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას. ტრაგედიაა, რომ საქართველო გაყოფილია", - წერს საელჩო.