ნატო მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოდან - კოლომინა

გამოქვეყნდა:

NATO რუსეთს მოუწოდებს, გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან - ამბობს NATO-ის გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინა. 

"როგორც მადრიდის სამიტზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, ნატო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და კვლავ მოუწოდებს რუსეთს შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები და მოვალეობები და გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოდან",- წერს ის Twitter- ზე

იხილეთ ასევე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი