
პოლონეთის სეიმის თავმჯდომარის მოადგილე მალგოჟეტა გოშევსკა აგვისტოს ომთან დაკავშირებით ღარიბაშვილის კომენტარს გამოეხმაურა, რომელმაც ომის დაწყებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაადანაშაულა.
გოშევსკა წერს, რომ ეს ტიპური კრემლის ნარატივია:
"საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მე-14 წლისთავზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აგვისტოს ომში დაადანაშაულა. ეს იგივეა, თითქოს, პრეზიდენტი ზელენსკი იყოს დამნაშავე უკრაინის წინააღმდეგ პუტინის აგრესიაში. ტიპური კრემლის ნარატივი"- წერს ის.
იხ. ღარიბაშვილის განცხადება: