
რუსი ჟურნალისტი, რომელმაც უკრაინაში ომი რუსულ ტელეარხზე პირდაპირ ეთერში გააპროტესტა, ამბობს, რომ ის თავს უკრაინელად გრძნობს და მხარდაჭერის ნიშნად გვარს შეიცვლის. მარია ოვსიოანიკოვამ, რომლის მამაც უკრაინელია, ამის შესახებ Facebook-ზე დაწერა.
"მე არ ვარ "კარგი რუსი", მე ვარ უკრაინელი. უკრაინის მხარდაჭერის ნიშნად ვაპირებ ოვსიანიკოვის
გვარის შეცვლას მშობლიური ტკაჩუკით", - დაწერა მან.
ოვსიოანიკოვა რუსულ სახელმწიფო მედიაში რედაქტორად მუშაობდა, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, მარტში ის პირდაპირ ეთერში ბანერით - "არა ომს" გამოჩნდა. ჟურნალისტი მალევე დააკავეს, თუმცა ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
ამჟამად ის გერმანიაში, ემიგრაციაში ცხოვრობს.