
"ეს პროპაგანდაა... ჩვენ არასდროს გვიცდია საქართველოს ომში ჩათრევა" - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი "ფორმულასთან" ინტერვიუში საუბრობს.
ჩვენ ომი არ გვინდა, ჩვენ გვინდა მშვიდობა...
პრობლემა მოდის დეზინფორმაციული კამპანიებით, რომლებიც უგულებელყოფს ან ამახინჯებს სიმართლეს. ვხედავთ ბევრ ასეთ კამპანიას საქართველოში, განსაკუთრებით რუსეთის თავდასხმის შემდეგ უკრაინაზე. ეს გამიზნულია ქართველი ხალხის დაბნეულობისა და განხეთქილების შეტანისთვის. ისინი შექმნილია იმისთვის, რომ ხალხი შეაშინოს.
ასე რომ, კიდევ ერთხელ ძალიან მკაფიოდ ვიტყვი, რომ შეერთებულ შტატებს არავითარი ინტერესი არ აქვს რომ საქართველო ჩაითრიოს რაიმე ომში. ჩვენ არასდროს გვიცდია საქართველოს ომში ჩათრევა არც ამ, და არც სხვა რომელიმე ომში. ეს არის პროპაგანდა - იქნება ეს რუსეთიდან თუ სხვისგან, რომ დაადანაშაულონ ამერიკა საქართველოს ინტერესების, მისი სუვერენიტეტის ან დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მოქმედებაში, - ამბობს კელი დეგნანი.
იხილეთ ასევე: