"ეს არ არის კრიტიკა... ეს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა" | დეგნანი ევროკომისიის 12 რეკომენდაციაზე

გამოქვეყნდა:

"ეს არ არის კრიტიკა... ეს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა" - ამის შესახებ შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი "ფორმულასთან" ინტერვიუში საუბრობს და ევროკომისიის 12 რეკომენდაციას ეხმაურება. 

ეს არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა საქართველოსთვის, გადადგას მოდერნიზაციისთვის საჭირო ნაბიჯები. ეს არ არის კრიტიკა. მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს ისე, რომ ცხადი იყოს, რომ საქართველოს ლიდერებს ესმით, ევროკავშირს სურს ნახოს საქართველო, რომელიც ერთობლივად მუშაობს იმაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მისი მომავლისთვის და დაინახოს, რომ პრიორიტეტებზე საქართველოს ხელისუფლებას, ოპოზიციას, მმართველ პარტიას, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებას და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ მართლაც გაერთიანდნენ და გვერდით გადადონ თავიანთი უთანხმოება. განზე გადადეთ ისინი, შეიმუშავეთ გეგმა და მიიღეთ რეფორმები, რომლებიც ნამდვილად წაიყვანს ამ ქვეყანას ევროპული მომავლისკენ,  - ამბობს კელი დეგნანი. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი