2008 წლის აგვისტოს ომი ჯერ არ ჩაბარებია წარსულს, მაშინდელი გამოწვევები დღესაც აქტუალურია - ზელენსკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, უკრაინაში ომის შემდეგ გაყინული კონფლიქტი არ უნდა დარჩეს. ამ თემაზე მან ტრადიციულ ვიდეო მიმართვაში ისაუბრა. 

უკრაინის პრეზიდენტმა 2008 წლის აგვისტოს ომი გაიხსენა და თქვა, რომ კავკასიის ამ ნაწილში რუსეთის აგრესიის გაგრძელების საფრთხე ისევ არსებობს. მისი თქმით, რუსეთ-საქართველოს ომი ჯერ არ ჩაბარებია წარსულს და მაშინდელი გამოწვევები დღესაც აქტუალურია.

"ამ დღეებში ხალხი იხსენებს 2008 წლის რუსეთის ომს საქართველოს წინააღმდეგ. ბევრს საუბრობენ ამ ომის წინაპირობებზე, მის შედეგებზე. იმის შესახებ, თუ როგორ გაზარდა რუსეთის ხელისუფლების გამბედაობა იმ წელს უკრაინისა და საქართველოს ნატო-ში წევრობის სამოქმედო გეგმის გადაცემაზე უარის თქმამ. მაგრამ მაინც, იმდროინდელი ომი ჯერ კიდევ არ გახდა ისტორია, მთლიანად არ ჩაბარებია წარულს. ამიტომ, იმაზე მეტი საუბარია საჭირო, თუ რა შეიძლება გაკეთდეს, ვიდრე მომხდარზე.

იმდროინდელი გამოწვევები დღესაც აქტუალურია. და არა მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთის შემდგომი აგრესიის საფრთხე კავკასიის ამ ნაწილში ჯერ კიდევ არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ ის გაყინულია. მხოლოდ ახლა დაიწყო მსოფლიომ გააცნობიეროს რეალური, ეფექტური ინსტრუმენტების საჭიროება ასეთი აგრესიების აღსაკვეთად და ნებისმიერი აგრესორის პასუხისგებაში მიცემის მიზნით", - თქვა ზელენსკიმ.

მისი თქმით, 2008, 2014 და 2022 წლებში დაწყებულ ომებს განსხვავებული მასშტაბები და ხასიათი აქვთ, მაგრამ ერთი აზრი - რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების მექანიზმები არ მუშაობდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი