FBI-ს აგენტებმა ფლორიდაში დონალდ ტრამპის სახლი გაჩხრიკეს

გამოქვეყნდა:

ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ადასტურებს, რომ FBI-ს აგენტებმა ფლორიდაში მისი სახლი გაჩხრიკეს. CNN-ს უწყების სამმა წარმომადგენელმა უთხრა, რომ ჩხრეკა გამოძიების ნაწილია და სავარაუდო იყო, რომ საპრეზიდენტო დოკუმენტები, მათ შორის საიდუმლო დოკუმენტები, შესაძლოა ამ სახლში ყოფილიყო.

დონალდ ტრამპმა თქვა, რომ აგენტებმა მისი სეიფიც გატეხეს. 

"ჩემი ლამაზი სახლი, მარ-ა-ლაგო პალმ ბიჩში, ფლორიდაში, ამჟამად ალყაშია, დარბეულია და დაკავებულია FBI-ს აგენტების დიდი ჯგუფის მიერ", - თქვა ტრამპმა ორშაბათს საღამოს განცხადებაში.

იუსტიციის დეპარტამენტს ორი ცნობილი გამოძიება აქვს დაწყებული ტრამპის წინააღმდეგ. ერთ-ერთი საიდუმლო დოკუმენტების გატანა-დამუშავებას ეხება, სწორედ ამ გამოძიების ფარგლებში ჩატარდა ჩხრეკა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი