
იურიდიული ფირმა MKD შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-თან "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის დავასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. იურიდიული ფირმა წერს, რომ საბანკო ტრასტები" უკვე საკმაო ხანია" აღარც კი პასუხობენ კლიენტის წარმომადგენელთა წერილებსა და კითხვებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ "კდერიდ სუისი" პრინციპულად უზღუდავს ივანიშვილს წვდომას თავის საბანკო რესურსებზე.
"მოგეხსენებათ, საზოგადოებას პერიოდულად ვაწვდით ინფორმაციას კრედიტ სუისს-სთან ურთიერთობისა და ბანკის მიერ ბ-ნი ივანიშვილის მიმართ ჩადენილი დარღვევების შესახებ.
ამჯერადაც, განახლების სახით გაცნობებთ შემდეგს, კერძოდ, კრედიტ სუისს-ის ორი საბანკო ტრასტის მხრიდან დარღვევებზე: ბ-ნი ივანიშვილის მხრიდან ერთი საბანკო ტრასტისთვის მიცემული ინსტრუქციიდან ოთხი თვე მიილია, ხოლო მეორე ტრასტისთვის გაცემული დავალებიდან- ორი თვე.
საბანკო ტრასტები ამ პერიოდის განმავლობაში არათუ არ ასრულებენ დავალებებს, რითაც არღვევენ კლიენტის უფლებებსა და ვნებენ მის ინტერესებს, არამედ უკვე საკმაო ხანია საერთოდ აღარც კი პასუხობენ კლიენტის წარმომადგენელთა წერილებსა და კითხვებს.
შესაბამისად, ბანკი პრინციპულად უზღუდავს ბ-ნ ივანიშვილს წვდომას თავის საბანკო რესურსებზე, რაც, ვფიქრობთ, უპრეცედენტოა საბანკო ისტორიაში", - წერია განცხადებაში.
საქართველოს ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-ს მეორედ უჩივის. ვიქტორ ყიფიანმა "კრედიტ სუისის" საბანკო ჯგუფის მიმართ დავის შესახებ განცხადება 11 მაისს გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ ივანიშვილს პრობლემები შეექმნა ხელოვნების ნიმუშების გადაადგილებაში, ასევე, ვერტმფრენის საქართველოში ჩამოყვანასთან დაკავშირებით.