
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა უკვე 11.5 მილიონს გადააჭარბა. გარდაცვლილია 536 ათასზე მეტი ადამიანი, რომელთაგანაც თითქმის მეოთხედი ამერიკის შეერთებულ შტატებზე მოდის.
ინდოეთმა კოვიდ ინფიცირებულთა რაოდენობით უკვე რუსეთს გადაუწრო და ამერიკის შეერთებული შტატებისა და ბრაზილიის შემდეგ მსოფლიოში მესამე პოზიცია დაიკავა. ქვეყანაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 25 000-მდე ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 700 ათასამდე გაიზარდა.
ინფიცირების შემთხვევების მატების გამო ზოგიერთი ქვეყანა შეზღუდვების მეორე ეტაპზე გადავიდა და რეგულაციებს თავიდან აწესებს.