აეროდრომ "საკიზე", რუსეთის 9 თვითმფრინავი განადგურდა - უკრაინის საჰაერო სარდლობა

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო სარდლობის ინფორმაციით, დროებით ოკუპირებულ ყირიმში, აეროდრომ „საკიზე" აფეთქებების შედეგად, ოკუპანტების 9 თვითმფრინავი განადგურდა - "მინუს ცხრა თვითმფრინავი" - ნათქვამია შეტყობინებაში.

შეგახსენებთ,  9 აგვისტოს ძლიერი აფეთქებები მოხდა ნოვოფედოროვკაში, რუსების სამხედრო ავიაბაზაზე. თვითმხილველების თქმით, ცეცხლი გაუჩნდა სამხედრო აეროდრომის ასაფრენ ბილიკს და საბრძოლო მასალის საწყობებს. მედიის ცნობით, ერთი ადამიანი დაიღუპა, შვიდი კი დაშავდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ საბრძოლო მასალა აფეთქდა და აეროდრომზე თავდასხმა არ მომხდარა. უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ კი ოკუპანტებს სახანძრო უსაფრთხოებისა და მოწევის აკრძალვის წესები შეახსენა

მომხდარის შემდეგ, ხალხმა პანიკურად დაიწყო ნოვოფედოროვსკის და ოკუპირებული ნახევარკუნძულის დატოვება.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი