საბერძნეთში სახლის ძარცვისას 3 ქართველი დააკავეს | მედიის ცნობით, მეპატრონემ დაინახა როგორ შეიჭრნენ მის სახლში უცხო პირები

გამოქვეყნდა:

საბერძნეთის ქალაქ კალითეაში სახლის ძარცვის დროს 3 ქართველი დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაცია ბერძნულ მედიაში ვრცელდება. 

გამოცემის ცნობით, კალითეაში, სოკრატოსის ქუჩაზე მდებარე  სახლის მეპატრონემ შეიტყო, რომ მისი ბინა გატეხეს. მეპატრონემ თავად გამოიძახა პოლიციელები.  დააკავეს 42, 37 და 32 წლის ქართველები. 

"სოკრატოსის ქუჩაზე მდებარე სახლის მეპატრონე, შოკირებული იყო, როცა დაინახა, რომ უცნობმა პირმა გათიშა ოთახში დამონტაჟებული კამერა და გამოაძრო ტელეფონის კაბელი. შემთხვევა 9 აგვისტოს მოხდა. ბინის მფლობელმა სამართალდამცველებს მიმართა. ადგილზე სასწრაფოდ მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები. ისინი იარაღით ხელში შევიდნენ ბინაში და ერთ-ერთ ოთახში მიმალული სამი ქართველი, შესაბამისად 42, 37 და 32 წლის კაცები დახვდნენ. ერთ-ერთს ხელში სამზარეულოდან აღებული დანა ეჭირა ხელში. პოლიციელებმა მათ სთხოვეს დანებება და სანამ მძარცველები რეაგირებას მოახდენდნენ, მძარცველებს ხელბორკილები დაადეს"- ნათქვამია სტატიაში. 

პოლიციამ აბაზანაში იპოვა ყუთი სამკაულებითა და თანხა, რომლის სახლიდან წაღებასაც დამნაშავეები ცდილობდნენ.  საქმის წინასწარი გამოძიება კალითეას პოლიციამ დაიწყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი