კალიფორნიაში, სპორტდარბაზის ავტოსადგომზე სროლის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი კი დაშავდა

გამოქვეყნდა:

კალიფორნიაში სპორტდარბაზის მიმდებარედ სროლის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Independent ავრცელებს. 

ცნობილი ხდება, რომ პოლიციაში ზარი დაახლოებით დილის 2:00 საათზე შევიდა, მას შემდეგ რაც რამდენიმე გასროლა მოხდა 24-საათიან ფიტნეს დარბაზის ავტოსადგომზე. ლეიტენანტმა მაიკ ტომპსონმა თქვა, რომ კამათი მოხდა სპორტდარბაზში ადამიანთა ჯგუფს შორის და როცა ისინი შენობიდან გამოვიდნენ, ავტოსადგომზე რამდენჯერმე გაისროლეს. 

გავრცელებული ინფორმაციით, ჩხუბი სპორტდარბაზში დაიწყო და მიმდებარე ტერიტორიაზე გაგრძელდა. ერთი ადამიანი შენობის გარეთ ტროტუარზე დაიღუპა, სამი კი დაიჭრა. მათი დაზიანებების ხარისხი უცნობია და ისინი ადგილობრივ საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთი ეჭვმიტანილი დააკავეს, ხოლო მეორეს ეძებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი