ჩრდილოეთ კორეამ კოვიდ 19-ზე გამარჯვება იზეიმა

გამოქვეყნდა:

ჩრდილოეთ კორეამ კოვიდ 19-ზე გამარჯვება იზეიმა. ინფორმაციას "ამერიკის ხმა" სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ კიმ ჩენ ინი ამბობს, რომ კოვიდ 19-ი დამარცხებულია და ბრძანება გასცა, რომ დაწესებული ანტიეპიდემიური ზომები გაუქმდეს. 

კიმ ჩენ ინის თქმით, ჩრდილოეთ კორეამ უნდა შეინარჩუნოს „ფოლადის ძლიერი ანტიეპიდემიური ბარიერი და გააძლიეროს მუშაობა ჯანმრთელობის მსოფლიო კრიზისის დასრულებამდე“.

გამოცემის ცნობითვე, ჩრდილოეთ კორეა ოფიციალურ მონაცემებს არ ასაჯაროებს. ქვეყანა ამტკიცებს, რომ კოვიდ19-ით მხოლოდ 74 ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირებულთა მაჩვენებლის ნაცვლად მათ გამაოქვეყნეს მონაცემები, სადაც ის ადამიანები მოხვდნენ რომლებსაც სიცხე ქონდათ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი