
ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ამბობს, რომ მისი გუნდი სრულად თანამშრომლობდა იუსტიციის დეპარატამენტთან საიდუმლო ჩანაწერების სავარაუდო არასათანადო დამუშავების საკითხზე მიმდინარე გამოძიებაში.
მან თქვა, რომ ფედერალურმა ბიურომ მისი სახლი მარ-ა-ლაგოში დაარბია ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე.
"ჩემი ადვოკატები და წარმომადგენლები სრულად თანამშრომლობდნენ და ძალიან კარგი ურთიერთობა დამყარდა. ხელისუფლებას შეეძლო ჰქონოდა ის, რაც უნდოდა, თუ ის ჩვენ გაგვაჩნდა.
ყველაფერი კარგად იყო, უკეთესი, ვიდრე წინა პრეზიდენტების უმეტესობის შემთხვევაში, და შემდეგ, არსაიდან და გაფრთხილების გარეშე, მარ-ა-ლაგო დაარბიეს, დილის 6:30 საათზე, აგენტების ძალიან დიდი რაოდენობით, ასევე სეიფები.
ახლა გავიგე, რომ ისინი პირველი ლედის ტანსაცმელში და პირად ნივთებში იქექებოდნენ", - დაწერა ტრამპმა.
დონალდ ტრამპის წინააღმდეგ გამოძიებაა დაწყებული, თეთრი სახლიდან დოკუმენტების უკანონო გატანასთან დაკავშირებით. სწორედ ამ გამოძიების ფარგლებში გაიცა მისი სახლის ჩხრეკის ორდერი.