"მნიშვნელოვანია, პარლამენტის ეთიკის საბჭომ იმსჯელოს და დისციპლინური სანქცია მიიღოს" | ნატალი ჯახუტაშვილის უფლებებს მედიაომბუდსმენი იცავს

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ჟურნალისტის, ნატალი ჯახუტაშვილის უფლებებს მედიაომბუდსმენი იცავს. საუბარია ირაკლი კობახიძის სექსისტურ და შეურაცხმყოფელ განცხადებებზე, რომლითაც მან ჟურნალისტს მიმართა და პარლამენტის რეგლამენტითა და დეპუტატის ეთიკის კოდექსით დადგენილი წესები დაარღვია. 

მედიაომბუდსმენმა საჩივარი პარლამენტის ეთიკის საბჭოში წარადგინა და სამართლებრივი რეაგირება მოითხოვა. მან ასევე მიმართა სახალხო დამცველს. 

"მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტის წევრებმა არ დაარღვიონ ეთიკური წესები, მათი მიმართვა იყოს კორექტული და გამონათქვამები, დამოკიდებულებები არ უნდა ტოვებდეს დისკრიმინაციის და სექსისტური მოპყრობის ნიშნებს, რაც სამწუხაროდ, ირაკლი კობახიძის შემთხვევაში არის დაფიქსირებული. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პარლამენტის ეთიკის საბჭომ იმსჯელოს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, მიიღოს ერთ-ერთი გადაწყვეტილება, ეს არის დისციპლინური სანქცია, კერძოდ, სარეკომენდაციო ბარათი, გაფრთხილება პარლამენტის წევრის მიმართ, ეს არის ხელფასის დაკავება და ოფიციალურ ვიზიტებში მონაწილეობის შეზღუდვა მაქსიმუმ 6 თვის განმავლობაში, - ამბობს ნათია კაპანაძე. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი