რუსეთი სოხუმის აეროპორტით დაინტერესდა | ოკუპანტი ქვეყნის ეკონომიკის მინისტრი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა

გამოქვეყნდა:

კრემლის მორიგი პროპაგანდა. რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრი სოხუმში ჩავიდა. მაქსიმ რეშეტნიკოვმა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან ერთად სოხუმის აეროპორტი მოინახულა და მისი აღდგენის პროცესებზე და საჭირო ფინანსების გამოყოფაზე ისაუბრა.

ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელი ვიზიტის ფარგლებში დროებით ოკუპირებული აფხაზეთის თვითგამოცხადებულ პრეზიდენტს შეხვდა. ასლან ბჟანიამ და მაქსიმ რეშეტნიკოვმა აფხაზეთის ინფრასტრუქტურაზე, სტრატეგიული ობიექტების აღდგენასა და საერთო ინტერესების შესაბამისად გამოყენებაზე ისაუბრეს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი