სოსო გოგაშვილის მორიგი წერილი და ხელისუფლების მუქარა სუს-ის ექსშეფს | იუსტიციის მინისტრის სკანდალური აღიარება

გამოქვეყნდა:

იუსტიციის მინისტრის სკანდალური აღიარება. რატი ბრეგაძე ადასტურებს, რომ დაარღვია კანონი, როდესაც განაჩენის დადგომამდე სოსო გოგაშვილს ოჯახთან შეხვედრის უფლება მისცა. ამის შესახებ სუს-ის ყოფილი შეფის კიდევ ერთი წერილიდან გახდა ცნობილი, სადაც გოგაშვილი ოლიგარქ ივანიშვილსა და შინაგან საქმეთა მინისტრს მისი ოჯახის ლიკვიდაციის მუქარაში ადანაშაულებს.

ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსანი პირდაპირ ამბობს, რომ ვახტანგ გომელაურთან სატელეფონო საუბრისთვის რამდენჯერმე გაიყვანეს საშხაპეში. საქმე იმდენად რეზონანსული გახდა, რომ ხელისუფლება იძულებულია გამოძიება დაიწყოს, რა მოხდა რუსთავის მე-12 დაწესებულებაში.

სახალხო დამცველი სათვალთვალო კამერების ჩანაწერების დაარქივებას მოითხოვს იმისათვის, რომ პენიტენციურ სამსახურს "შემთხვევით" მტკიცებულებები არ წაეშალოს. 
 

ავტორი: გუგა მაისურაძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი