"ქართული ოცნება" დამოუკიდებელი მოსამართლეების წინააღმდეგ. იუსტიციის სამინისტრო ევროპულ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოში ნინო ბაქაქურის ჩანაცვლებას ცდილობს.
უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე ბრეგაძის უწყებამ საბჭოში ახალი წევრის დასანიშნად კონკურსი ისე გამოაცხადა, რომ მოქმედი მოსამართლე არც კი გაუფრთხილებიათ. არასამთავრობო ორგანიზაციებსა და დასავლელ პარტნიორებს კითხვის ნიშნები აქვთ გაუმჭვირვალე პროცესთან დაკავშირებით, რომელიც ფორსირებულად რეჟიმში გაიმართა.
მინისტრი ბრეგაძე, რომელიც პროცესს ხელმძღვანელობდა, დღეს თავის მართლების რეჟიმში იყო და იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილების გამართლებას ცდილობდა.