
ნატოს აღმოსავლეთ საზღვრების გაძლიერების მიზნით, აშშ რუმინეთში, ბულგარეთში, უნგრეთსა და სლოვაკეთში საჰაერო სადესანტო დივიზიას აგზავნის, რომელიც "მყვირალა არწივების" სახელითაა ცნობილი:
"80 წლის შემდეგ, 101-ე საჰაერო სადესანტო დივიზია, რომელიც ცნობილია როგორც „მყვირალა არწივები“, ბრუნდება ევროპაში. თითქმის 2400 ჯარისკაცი განლაგდება რუმინეთში, ბულგარეთში, უნგრეთსა და სლოვაკეთში, რათა დაიცვან ნატოს აღმოსავლეთი ფლანგი, დაამშვიდონ ჩვენი მოკავშირეები და შეაკავონ ჩვენი მოწინააღმდეგეები." ნათქვამია ნატოში აშშ-ს მისიის განცხადებაში.