"თუ გაქვს პოლიტიკური ნება, ნებისმიერი რამის გაკეთება შეგიძლია" | აშშ საელჩოს მრჩეველი სასამართლო რეფორმაზე

გამოქვეყნდა:

"თუკი გაქვს პოლიტიკური ნება, ნებისმიერი რამის გაკეთება შეგიძლია" - ამის შესახებ საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოს მრჩეველი სამართლის საკითხებში, ლენა მორტონ ოუენსი "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში საუბრობს. 

ჟურნალისტის დასმულ შეკთხვაზე, დაესახელებინა ერთი ფაქტორი, რაც სასამართლო სისტემის რეფორმის წინსვლისთვის უმნიშვნელოვანესია, ოუენსი პასუხობს: "პოლიტიკური ნება. საჭირო იქნება პოლიტიკური ნება ამის შესასრულებლად. ეს ცვლილებები რთულია, კომპლექსური, ძნელი, მაგრამ თუკი გაქვს პოლიტიკური ნება, ნებისმიერი რამის გაკეთება შეგიძლია".

ის ასევე ეხმაურება ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის მიცემულ 12-პუნქტიან რეკომენდაციას და ამბობს, რომ რეფორმების მიღწევა არის ის, რაც ევროკავშირს სურს დაინახოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად. 

საქმეების უფრო ეფექტიანად მართვის გზა, მეტი ტექნიკური აღჭურვილობაა და სასამართლო დარბაზში ხელმისაწვდომია კომპიუტერული პროგრამები. ასე რომ, სასამართლოში ცვლილებები არის. ეს არ ნიშნავს, რომ წინ გრძელი გზა არ არის გასავლელი და არ ნიშნავს, რომ ცვლილებები არ იქნება შენელებული, ან ეპიზოდური. შეიძლება გულდასაწყვეტი იყოს მისთვის, ვინც ელოდება ცვლილებებს ერთ დღეში. რეალური, შინაარსიანი, მდგრადი ცვლილებები არ ხდება ერთ დღეში. ისინი ნელა ხორციელდება.

გასაკვირი არ არის, რომ ევროკავშირი 12 პუნქტში მართლმსაჯულებაზე ამახვილებს ყურადღებას. ცოტა არ იყოს გასაკვირია ამ ერთი წლის განმავლობაში პარლამენტისა და მთავრობის მოქმედება, როცა მათ არ შეაჩერეს უზენაეს სასამართლოში დანიშვნები, როცა 2021 წლის დეკემბერში მიიღეს ვენეციის კომისიის მიერ გაკრიტიკებული კანონი საერთო სასამართლოების შესახებ, იყო სასამართლოების თავმჯდომარეების გაუმჭვირვალე დანიშვნები. ასე რომ, არის ნაბიჯები, რომლებიც ნამდვილად გასაკვირია, თუკი მიზანი ევროინტეგრაციაა, რაც ჩვენი რწმენით, უნდა ხალხს. არის რაღაცები, რისი გაკეთებაც მთავრობას შეუძლია ახლავე, რაც აჩვენებდა მათ ერთგულებას რეფორმებისადმი, - ამბობს ლენა მორტონ ოუენსი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი