
ევროკავშირის ანგარიშში, სადაც მიმოხილულია გასული წლის განმავლობაში, საქართველო - ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში, საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები, სახალხო დამცველის აპარატზე განხორციელებულ ზეწოლაზეა საუბარი.
დოკუმენტში წერია, რომ მთლიანად სამოქალაქო საზოგადოება და ომბუდსმენის აპარატი ძალიან აქტიურად იყო ჩართული ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების მონიტორინგში და ომბუდსმენის აპარატის რეკომენდაციები საქართველოს ხელისუფლებამ მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულა:
"სახალხო დამცველი და მისი აპარატი აქტიურად აგრძელებდა თავისი სამეთვალყურეო როლის შესრულებას. მისი მანდატის შესაბამისად გაცემული რეკომენდაციები საქართველოს ხელისუფლებამ მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულა. ოფისმა განიცადა ზეწოლა იმის გამო, რომ ხმამაღლა ეხმაურებოდა გარკვეულ პოლიტიკურად სენსიტიურ საკითხებს, მათ შორის „თბილისის პრაიდს“ და ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის პატიმრობის პირობებს; განხორციელდა სახალხო დამცველის აპარატის დამოუკიდებლობის შერყევისა და მისი თანამშრომლების კეთილსინდისიერების ეჭვქვეშ დაყენების მცდელობები" ნათქვამია ანგარიშში.
იხილეთ ასევე: