
21 წლის რეზი ლომსაძის მკვლელობაში ბრალდებულ ლექსო ინდუაშვილს ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მას გამოძიება განზრახ მკვლელობას ედავება.
მკვლელობა კი ქობულეთში, 13 აგვისტოს, ერთ-ერთი ღამის კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, დანაშაულის წინ უძღოდა მობილური ტელეფონის გამო დაწყებული კონფლიქტი.
მკვლელობაში ბრალდებული პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირია, რომელსაც დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ავტორი: თეა ვაშალომიძე