თბილისის საქალაქო სასამართლომ სენაკის საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე საია-ს სარჩელი არ დააკმაყოფილა

გამოქვეყნდა:

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ცესკოს წინააღმდეგ - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირინა გოგოლაძემ სარჩელი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაცია საარჩევნო კომისიის 12 აგვისტოს განკარგულების ბათილად ცნობას ითხოვდა, რომლის მიხედვითაც სენაკში შუალედური არჩევნებია ჩანიშნული.

პროცესზე მოსამართლეს განმარტება არ გაუკეთებია. საია-ში ამბობენ, რომ მისი გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი იყო და ორგანიზაცია ცესკო-ს წინააღმდეგ დავას სააპელაციო სასამართლოში გააგრძელებს. 

"სასამართლოს განმარტება აღნიშნულ გადაწყვტილებაზე არ გაუკეთებია. დასაბუთებული გადაწყვეტილება ჯერ არ ჩაგვბარებია, მხოლოდ ის ვიცით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, აქედან გამომდინარე გვაქვს ორდღიანი გასაჩივრების ვადა და აუცილებლად გამოვიყენებთ მას, გავასაჩივრებთ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში", - ამბობს საია-ს წარმომადგენელი.

ორგანიზაციის აზრით, 6 თვის განმავლობაში სენაკის საკრებულოს არ შეკრება უკვე არის ავტომატური საფუძველი ამ საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტისათვის, ხოლო ცესკოს მიერ არალეგიტიმური ორგანოს შემადგენლობის შესავსებად შუალედური არჩევნების დანიშვნა კანონს არ შეესაბამება.

ცესკო-ს განკარგულებით, პირველ ოქტომბერს სენაკის საკრებულოში ერთი დეპუტატის გადარჩევა უნდა მოხდეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი