
როგორ აღმოჩნდა ქართველი სამხედროს, მიხეილ ქამხაძის პირადი საქმე რუსი ოკუპანტების ხელში - ნაციონალური მოძრაობა გამოძიების დაწყებას ითხოვს. პროკურატურას პარტიის ერთ-ერთმა წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა მიმართა.
"ერთ კვირაზე მეტია გასული მას შემდეგ რაც ეს ინფორმაცია გასაჯაროვდა, მიუხედავად ამისა თავდაცვის სამინისტროს არ დაუწყია არანაირი გამოძიება, პროკურატურას არ დაუწყია არანაირი გამოძიება, ეს კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ ეს ინფორმაცია არის სრულიად დაუცველი და შემდეგ დღეებშიც შეიძლება საფრთხე დაემუქროს უამრავ ქართველ სამხედროს", - თქვა ნუგზარ წიკლაურმა.
თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბუჭულაძემ თქვა, რომ ყოფილი სამხედრო მოსამსახურეების საქმეები უწყებაში არ ინახება. მისი განცხადებით, სამხედრო პოლიციამ დაიწყო მოკვლევა, რომ ანალოგიური რისკები დაზღვეული იყოს.
იხილეთ რეპორტაჟი ამ თემაზე: