ლაშა ნაკაიძეს ბრალი წარუდგინეს | ადვოკატის ცნობით, ის ბრალდებებს უარყოფს

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ყოფილი ტელეწამყვანი ლაშა ნაკაიძე წარდგენილ ბრალდებებს უარყოფს. ამის შესახებ მისი მონახულების შემდეგ ადვოკატმა ისაუბრა. 

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს შევპირდი, რომ არ ვიტყვი ჯერჯერობით არაფერს, ჩამოვყალიბდები, გავეცნობი მასალებსთქო და გამოდის, რომ ეხლა მე დაცვის უფლებას ვურღვევ. თანაცხოვრება ჰქონდათ რაღაც პერიოდი. ხან ერთად იყვნენ, ხან ცალცალკე. [ჟურნალისტი: გაუპატიურების ბრალდებას უარყოფს?] რასაკვირველია. [ჟურნ: რაც შეეხება ძალადობას?] გამორიცხულია" - ამბობს ადვოკატი. 

"მთავარი არხის" ყოფილ ტელეწამყვან ლაშა ნაკაიძეს, რომელიც სამართალდამცველებმა 16 აგვისტოს დააკავეს, პროკურატურამ ბრალი წარუდგინა. 

...პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება), 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა) და 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა ოჯახის წევრის მიმართ) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება, - წერს პროკურატურა. 

ავტორი: საბა ბუაძე

იხილეთ ასევე:

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი