"19 ივლისს გამომძიებლის დადგენილება უარყავით და წაახალისეთ მამაჩემი ორჯერ... ახლა რა დააშავა, რომ არ აგრძელებთ მის წახალისებას?" | ნინი გოგაშვილი რატი ბრეგაძეს

გამოქვეყნდა:

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის შვილი, ნინი გოგაშვილი სოციალურ ქსელში რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის, ზურაბ მოდებაძის მიერ სოსო გოგაშვილისთვის გაგზავნილ წერილს ავრცელებს, სადაც წერია, რომ პაემანი, სატელეფონო საუბარი და მიმოწერის უფლება შეზღუდული აქვს.

რის შემდეგაც ის უკვე იუსტიციის მინისტრს მიმართავს:

ამა წლის 17 აგვისტოს, სოსო გოგაშვილმა მიმართა ციხის ადმინისტრაციას განცხადებით, სადაც ითხოვდა ოჯახის წევრებთან შეხვედრას, რის საფუძველზეც, მას ოფიციალურ წერილში აცნობეს, რომ 19 ივლისის დადგენილებით, მას შეზღუდული აქვს პაემანი, სატელეფონო საუბარი და მიმოწერის უფლება.

კითხვა მდგომარეობს შემდეგში: თუ აღნიშნული უფლებები სოსო გოგაშვილს შეზღუდული ჰქონდა, 30 ივლისსა და 3 აგვისტოს რის საფუძველზე მიეცა მას ოჯახის წევრებთან შეხვედრის უფლება, მაშინ როდესაც გამომძიებლის მიერ გამოტანილი 19 ივლისის დადგენილება უფლებების შეზღუდვის შესახებ გაუქმებული არ იყო და არც ახლა არ არის?

ბატონო რატი, 19 ივლისს გამომძიებლის მიერ გამოცემული დადგენილება უარყავით, არ გაითვალისწინეთ და წაახალისეთ მამაჩემი ორჯერ? და ახლა რა დააშავა რომ არ აგრძელებთ მის წახალისებას?, - წერს ნინი გოგაშვილი.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი