გოგაშვილის ოჯახი საქმის სტრასბურგში გაგზავნას გეგმავს | პასუხის პასუხი გომელაურს

გამოქვეყნდა:

პასუხის პასუხი ვახტანგ გომელაურს. სოსო გოგაშვილის ოჯახის წევრები შინაგან საქმეთა მინისტრს ტყუილში ადანაშაულებენ. გოგაშვილები ისევ ამტკიცებენ, რომ ვახტანგ გომელაურსა და სუსის ყოფილ მაღალჩინოსანს შორის ნამდვილად იყო სატელეფონო საუბარი და ამ მიზნით პატიმარი საშხაპეში რამდენჯერმე გაიყვანეს.

მათივე ინფორმაციით, გომელაურმა გოგაშვილს მაშინ გაჩერება მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მისი და ოჯახის წვერების განადგურებით დაემუქრა.

ისინი "ქართული ოცნების" ხელისუფლებას პირდაპირ სთხოვენ, რომ გაასაჯაროონ ვიდეოჩანაწერები რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, და ასევე გასაჯაროვდეს სატელეფონო ანძების ჩანაწერები, რომლითაც დადგინდება, ვინ იტყუება, გოგაშვილი თუ გომელაური. 

ე.წ. საშხაპის ეპიზოდზე კი მოკვლევა დაწყენული აქვს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. გამომძიებლები გოგაშვილის შვილს რამდენიმე საათის განმავლობაში კითხავდნენ. 

ცნობილია, რომ გამოძიების კითხვები ორ მთავარ ეპიზოდს შეეხებოდა, დაკავებისა და ე.წ. საშხაპის ეპიზოდს. ნინი გოგაშივლი ამბობს, რომ გამოძიების კითხვებს უპასუხა, თუმცა მოლოდინი არ აქვს, რომ გამოძიება ობიექტურად წარიმართება, ამიტომ ისინი აანონსებენ, რომ საქმეს სტრასბურგში წაიღებენ.

"წმინდა ვახუშტი, ნუ იბრალებ იმას, რომ შენ სოსო გოგაშვილი კაცად აქციე. სირცხვილია. სოსო გოგაშვილმა აქეთ გაქციათ თქვენ კაცად", - ამის შესახებ კი გოგაშვილის ცოლი, თია მარტყოფლიშვილი საუბრობს. 

ავტორი: გუგა მაისურაძე

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი