რუსეთი გაატარებს იმ პოლიტიკას, რომელიც მის ინტერესებს შეესაბამება - პუტინი

გამოქვეყნდა:

ოკუპანტი რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ რუსეთი მსოფლიო ასპარეზზე გაატარებს მხოლოდ იმ პოლიტიკას, რომელიც აკმაყოფილებს მის ფუნდამენტურ ინტერესებს. 

"რუსეთი არის ძლიერი, დამოუკიდებელი მსოფლიო ძალა. ჩვენ მტკიცედ ვართ საერთაშორისო ასპარეზზე მხოლოდ იმ პოლიტიკის გატარებაში, რომელიც აკმაყოფილებს სამშობლოს ფუნდამენტურ ინტერესებს", - თქვა პუტინმა. 

პუტინმა სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით მიმართვაში თქვა, რომ რუსეთი ყოველთვის დაიცავს სამშობლოს და არასდროს დაუშვებს გარე დიქტატსა და ჰეგემონიას.

მისი აზრით, სურვილი, აირჩიო საკუთარი გზა და გაჰყვე მას, რუსების გენეტიკური კოდის ნაწილი გახდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი