დუგინის თქმით, მისი შვილის მკვლელობა "უკრაინის ნაცისტური რეჟიმის ტერორისტულ აქტი" იყო

გამოქვეყნდა:

რუსეთის პროპაგანდისტის, ალექსანდრ დუგინი მისი შვილის მკვლელობაზე განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ მომხდარი "უკრაინის ნაცისტური რეჟიმის ტერორისტულ აქტი" იყო. 

"ის იყო ლამაზი მართლმადიდებელი ქალი, პატრიოტი, ომის რეპორტიორი, ცენტრალური ტელევიზიის ექსპერტი და ფილოსოფოსი.  ჩვენ მხოლოდ ჩვენი გამარჯვება გვჭირდება. [...] გთხოვთ მიაღწიოთ ამას" - ამბობს დუგინი. 

მისივე აზრით, დუგინამ სიცოცხლე გაწირა. 

FSB-მ რუსი პროპაგანდისტის, ალექსანდრ დუგინის შვილის მკვლელობა დღეს გახსნილად გამოაცხადა. უწყება მომხდარში უკრაინის სპესამსახურებს ადანაშაულებს და ამბობს, რომ დანაშაულის ჩამდენი უკრაინელი ქალია. უკრაინა დუგინას მკვლელობაში მონაწილეობას უარყოფს. იხილეთ: 

ცნობისთვის, ალექსანდრ დუგინი უკრაინაში რუსეთის ომის მხარდამჭერია, ისევე როგორც გარდაცვლილი დარია დუგინა. ის ასევე მხარს უჭერს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი