ბლინკენმა კავკასიაში მოლაპარაკებების საკითხებზე მთავარ მრჩევლად ფილიპ რიკერი დანიშნა

გამოქვეყნდა:

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებზე მთავარ მრჩევლად ფილიპ რიკერი დანიშნა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ის იქნება აშშ-ის ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე და წამყვანი მომლაპარაკებელი აშშ-ის დელეგაციისთვის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე "ამ კრიტიკულ პერიოდში".

სახელმწიფო მდივნის განცხადებასი წერია, რომ ელჩ რიკერს აქვს დიდი გამოცდილება ევროპასა და საერთაშორისო ორგანიზაციებში და რომ "ელჩი რიკერის ამ დროს დანიშვნა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ მნიშვნელობას, რომელსაც შეერთებული შტატები ანიჭებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს შესახებ".

"2019 წლის მარტიდან 2021 წლის აგვისტომდე ელჩი რიკერი იყო სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში. ბიუროს ხელმძღვანელობამდე ელჩი რიკერი იყო აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურის სამოქალაქო მოადგილე და პოლიტიკის მრჩეველი შტუტგარტში, გერმანია. ის ადრე მსახურობდა შეერთებული შტატების გენერალურ კონსულად მილანში, რომელიც აშუქებდა ჩრდილოეთ იტალიას და იყო სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე, რომელიც ორიენტირებული იყო ბალკანეთის, ცენტრალური ევროპისა და ჰოლოკოსტის საკითხებზე. 2008-2011 წლებში იყო აშშ-ის ელჩი ჩრდილოეთ მაკედონიაში", - წერია განცხადებაში. 

განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ მზადაა დაეხმაროს სომხეთსა და აზერბაიჯანს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გრძელვადიანი პოლიტიკური მოგვარების მოლაპარაკებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი