პუტინი შეიარაღებულ ძალებს ზრდის - რუსული არმიის სრული შემადგენლობა 2 მილიონს გადააჭარბებს

გამოქვეყნდა:

რუსეთში სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა გაიზრდება -  ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას შეიარაღებული ძალების 137 000 სამხედროთი გაზრდის შესახებ.

ახალი ბრძანებით,  რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სრული შემადგენლობა იქნება 2 039 758, მათ შორის 1 150 628 იქნება სამხედრო მოსამსახურე.

ამ დრომდე, 2017 წლის 17 ნოემბრის დადგენილებით, რუსეთის შეიარაღებული ძალები 1 902 758 ჯარისკაცისა და ოფიცრისგან შედგებოდა, მათ შორის 1 013 628 სამხედრო მოსამსახურე იყო.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი