პელოსის ვიზიტის შემდეგ პირველად, აშშ-ის სამხედრო ხომალდებმა ტაივანის სრუტეში გაიარეს

გამოქვეყნდა:

აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ვიზიტის შემდეგ პირველად, აშშ-ის სამხედრო ხომალდებმა ტაივანის სრუტეში გაიარეს. 

საერთაშორისო მედიის ცნობით, ვაშინგტონი განმარტავს, რომ ხომალდების მიერ სრუტის გადაკვეთა საერთაშორისო წყლებში თავისუფლად ნავიგაციის დემონსტრირებაა.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთის მუქარის მიუხედავად, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი და კონგრესმენები ტაივანში 2 აგვისტოს ჩავიდნენ. ეს იყო პირველი შემთხვევა ბოლო 25 წლის განმავლობაში, როდესაც ასეთი მაღალი რანგის ამერიკელი პოლიტიკოსი კუნძულოვან სახელმწიფოს ესტუმრა.

ნენსი პელოსი ტაივანის პრეზიდენტს შეხვდა და განაცხადა, რომ აშშ ტაივანს არ მიატოვებდა. ტაივანის პრეზიდენტმა კი მას აშშ-ის მხარდაჭერის გამო მადლიერების გამოსახატად ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სამოქალაქო ჯილდო გადასცა.

ნენსი პელოსიმ ტაივანი 3 აგვისტოს დატოვა. ტაივანის პრეზიდენტმა Twitter-ზე დაწერა, რომ პელოსის ვიზიტი მსოფლიოს უგზავნის სიგნალს, რომ "დემოკრატები ერთად დგანან" საერთო გამოწვევების წინაშე.

პელოსის ამ ვიზიტის შემდეგ, ტაივანში აშშ-ის კონგრესის დელეგაცია ჩავიდა.

ცნობისთვის, ტაივანს პეკინი თავის სუვერენულ ტერიტორიად მიიჩნევს, რის გამოც სი ძინპინის მთავრობამ ვაშინგტონი ორჯერ გააფრთხილა, რომ პელოსის იქ ვიზიტს მძიმე შედეგები მოჰყვებოდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი