რუსულ ხორბალზე დამოკიდებული საქართველო | ხელისუფლება ოკუპანტებზე დამოკიდებულების შემცირებას არ გეგმავს

გამოქვეყნდა:

საქართველო რუსულ ხორბალსა და ფქვილზე თითქმის 100%-ით არის დამოკიდებული. იმის მიუხედავად, რომ ჩვენს ქვეყანაში წელიწადში 100 ათასი ტონა ხორბალი იწარმოება, ოკუპანტი ქვეყნისგან 5-ჯერ მეტს მაინც ვყიდულობთ.

საქართველოს ხელისუფლება კი არაფერს აკეთებს, რომ რუსეთზე დამოკიდებულება შეამციროს, ეს ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენს, რადგან პუტინს მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ ეკონომიკური ბერკეტი ბევრჯერ გამოუყენებია.

დღევანდელ რეალობაში კი, როდესაც უკრაინაში ომია, სტრატეგიული მნიშვნელობის პროდუქტებზე საქართელოს რუსეთზე დამოკიდებულება პარტნიორი ქვეყნებისთვისაც შემაშფოთებელია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი