ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური უსაფრთხოების წესების დარღვევით მუშაობს, არსებობს წყალბადის გაჟონვის რისკი - „ენერგოატომი“.

გამოქვეყნდა:

2022 წლის 29 აგვისტოს დილის 10:00 საათისთვის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რადიაციული და სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევით მუშაობს, არსებობს წყალბადის გაჟონვის რისკი - აცხადებს „ენერგოატომი“.

ბოლო დღის განმავლობაში რუსი სამხედროები არ წყვეტენ იერიშებს ელექტროსადგურის ტერიტორიაზე. დაიბომბა ქალაქი ენერგოდარი, რა დროსაც 10 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.

"სადგურზე რუსი სამხედროების, მათი იარაღის, აღჭურვილობისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების არსებობის გამო, არსებობს სერიოზული რისკები სადგურის უსაფრთხო მუშაობისთვის. პერიოდული დაბომბვის შედეგად დაზიანდა სადგურის ინფრასტრუქტურა, არსებობს წყალბადის გაჟონვისა და რადიოაქტიური ნივთიერებების დაფრქვევის საშიშროება, არსებობს ხანძრის მაღალი საშიშროება." ნათქვამია ენერგოატომის შეტყობინებაში. 

მათივე ინფორმაციით, საერთაშორისო ექსპერტების ვიზიტამდე ერთი დღით ადრე, ოკუპანტებმა გააძლიერეს ზეწოლა სადგურის უკრაინელ პერსონალზე იმ მიზნით, რომ ხელი შეუშალონ სადგურში, რუსების ჩადენილი დანაშაულების მტკიცებულებების ექსპერტებისთვის გადაცემაში. 

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტების ჯგუფი, 14 სპეციალისტის შემადგენლობით, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ამ  კვირაში შეამოწმებენ და ადგილზე გაეცნობიან ვითარებას.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი