ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ დააკომპლექტა ექსპერტთა ჯგუფი, რომლებიც ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს მოინახულებენ

გამოქვეყნდა:

გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ [IAEA] დააკომპლექტა ექსპერტთა ჯგუფი, რომლებიც  ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს მოინახულებენ.

The New York Times-ის ინფორმაციით, ჯგუფის წევრია ბირთვული სააგენტოს ხელმძღვანელი რაფაელ მარიანო გროსი და კიდევ 13 ექსპერტი. მათ შორის, არიან ექსპერტები პოლონეთიდან ლიეტუვადან, ჩინეთიდან და სერბეთიდან.

დანარჩენი ექსპერტები არიან ისეთი ქვეყნებიდან, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე 6 თვიანი ომის დროს ინარჩუნებდნენ ურთიერთობას კრემლთან. მათ შორისაა ალბანეთი, საფრანგეთი, იტალია, იორდანია, მექსიკა და ჩრდილოეთ მაკედონია. 

ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობაში არავინაა აშშ-დან  და დიდი ბრიტანეთიდან, რადგან რუსეთი ორივე ქვეყანას „უსამართლოდ მიკერძოებულობაში" სდებს ბრალს.

მისია ზაპოროჟიეს ენერგოსადგურს მომავალ კვირაში ეწვევა.

ბირთვული ენერგიის ექსპერტის, ედვინ ლაიმანის თქმით, გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლები  შეამოწმებენ ყველა საგანგებო სისტემის მდგომარეობას, ასევე შეაფასებენ დიზელის საწვავის მარაგს და მის შესავსებად საჭორო ზომებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი