მკვლელობა ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათში - 35 წლის მინდია მაწკეპლაძეს ნათესავები ჩაუსაფრდნენ, თავს დაესხნენ და სხეულის სხვადასხვა არეში 20-მდე ჭრილობის მიაყენეს. მაწკეპლაძე ადგილზე გარდაიცვალა.
დაკავებულია 2004 წელს დაბადებული სავარაუდო დამნაშავე, რომელსაც 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ის სამხედრო მოსამსახურეა და პოლიციას საკუთარმა დედამ ჩააბარა.
მკვლელობასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს შსს. უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათში, წარსულში არსებული კონფლიქტის გამო დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, მეზობელს - 1985 წელს დაბადებულ მ.მ.-ს დანით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ლ.მ. მომხდარიდან რამდენიმე საათში ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.