უსამართლო, ტყუილი, ტენდენციური, არაკომპეტენტური - მდინარაძე ვენეციის კომისიის დასკვნაზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" ლიდერმა მამუკა მდინარაძემ მოსმენების კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნას უსამართლო და ტყუილი უწოდა.

მდინარაძე ამბობს, რომ დასკვნაში სამართლებრივი არგუმენტები არ წერია. მისივე სიტყვებით, ტყუილია რომ კანონი დაჩქარებულად განიხილეს.

მდინარაძის შეფასებით, დასკვნა ტენდენციური და არაკომპეტენტურია, ის ამბობს, რომ "ცუდ შემთხვევაში ამას საფუძველი გააჩნია, კარგ შემთხვევაში კი შეცდომაა". მმართველი გუნდის ლიდერი იქვე აღნიშნავს, რომ მას კარგი ვარიანტის არ სჯერა.

"მე საერთოდ არ მგონია, რომ ინფორმაცია არ ჰქონდათ. მე მგონია, რომ ეს უცნაურობა - ამ შეფასების დონეზე უნდა დავტოვოთ და ეს შემთხვევითი არ არის. ცუდი იქნება თუ ასე მოხდება, რამდენიმე თვის შემდეგ შეიძლება გაგვახსენდეს, რატომ იყო ამგვარად ტენდენციური ასეთი ავტორიტეტული ორგანო: როცა ის საუბრობს არგუმენტებზე და არგუმენტები არ აქვს, როცა საუბრობს დაჩქარებაზე და დაჩქარებული წესით არ იყო, ანუ ტყუილს ამბობს, როცა ის მიუთითებს ლინკს მოსმენების კანონზე და ლინკს გახსნი და სასამართლოს კანონზეა საუბარი. ასეთი არაკომპეტენტური თუ ტენდენციური დასკვნა რატომ იყო - ცუდი ვარიანტია, რომ ამას კონკრეტული საფუძველი გააჩნია, კარგი ვარიანტია, რომ შეცდომაა, თუმცა ამ კარგი ვარიანტების მე არ მჯერა", - თქვა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, მოსმენების კანონთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის დასკვნა 26 აგვისტოს გამოქვეყნდა. კომისია თვლის, რომ საქართველოში მოსმენების შესახებ კანონპროექტი ნაჩქარევადაა მიღებული და ზემოქმედების შეფასებასა და დეტალურ დასაბუთებას მოითხოვს.

დასკვნაში ასევე წერია, რომ საქართველოში არაადეკვატურია ფარული თვალთვალის ღონისძიებების ზედამხედველობის მექანიზმი და აუცილებელია არსებული ფარული თვალთვალის სისტემის გადახედვა. 

კანონპროექტი "ქართული ოცნების" დეპუტატების ინიცირებულია და ის პარლამენტმა მესამე მოსმენით  7 ივნისს მიიღო. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების პროექტს მხარი 78 დეპუტატმა დაუჭირა. გახანგრძლივდა ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებული ვადები და გაიზარდა ის დანაშაულები, რომლებზეც ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება იქნება დასაშვები. ცვლილებებით ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების საერთო ვადა არაუმეტეს 9 თვემდე გაიზარდა და ის სამ ეტაპად ჩატარდება, გარდა საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საგამონაკლისო შემთხვევებისა. 

 22 ივნისს პრეზიდენტმა კანონს ვეტო დაადო

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი