ქართველი სამხედროების მონაცემთა ბაზა რუსების ვებგვერდზე | სავარაუდოდ, ინფორმაციამ საქართველოდან გაჟონა

გამოქვეყნდა:

ნადირობა ქართველ მებრძოლებზე, ქართველების დახმარებით. რუსულ სპეცსამსახურებთან დაკავშირებულმა ბლოგერებმა შექმნეს საიტი, რომელზეც ქართველი სამხედროების მონაცემთა ბაზაა განთავსებული.

სრული დოსიე 37 ქართველზე, რომლებიც რუსების წინააღმდეგ იბრძვიან და რაც მთავარია, ამ მონაცემების სიზუსტე და კონფიდენციალური ხასიათი აჩენს განცდას, რომ ინფორმაციამ საქართველოდან გაჟონა - რამდენიმე მებრძოლის შესახებ რუსებმა იციან ისეთი დეტალები, რომლებიც მხოლოდ ქართულ სახელმწიფო უწყებებს უნდა სცოდნოდათ.

და კიდევ ერთი დეტალი - რუსები, ქართველებზე ნადირობის გასამართლებლად "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნების ცნობილ ფრაზებს იყენებენ.

მანამდე, "მთავარმა არხმა" 8 აგვისტოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქართველი სამხედროების საბუთები ოკუპანტების ხელშია. მაშინ მებრძოლი მიხეილ ქამხაძე ვარაუდობდა, რომ თავდაცვამ მისი საქმე გაყიდა. მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ კი საკითხთან დაკავშირებით თქვა მხოლოდ ის, რომ "ეს არის ორგანიზებული პროვოკაცია სახელმწიფოს წინააღმდეგ".

ავტორი: ნინი ჟიჟიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი